ნამუშევრები

ბიოგრაფია

ხათუნა რაზმაძე-მებადური

დაიბადა 1962 წ. 

1981-1986 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 

1986 წელს ხდება ახალგაზრდა მხატვართა კავშირის წევრი. იმავე წლიდან იწყებს მუშაობას პროფესორ გივი ყანდარელის შემოქმედებით სახელოსნოში. 

1986 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. 

1989 წელს მონაწილეობას იღებს ტექსტილის III საერთაშორისო სიმპოზიუმში, ქ. რიგა.

1994 წელს ინიშნება პროფესორ გივი ყანდარელის ასისტენტად, შედეგად კითხულობს სამხატვრო აკადემიაში ლექციებს კომპოზიციაში და მუშაობს ასპირანტებთან.

1996-2008 წ.წ. პარალელურად მუშაობს თბილისის სახელმწიფო კულტურის უნივერსიტეტში, ხატვა-ფერწერის ასოცირებულ-პროფესორად.

1998 წლიდან მუშაობს სამხატვრო აკადემიასთან არსებულ ქართული გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს კავშირს “ქართული ხელოვნება”, რომელიც ითვალისწინებს ქართული ხელოვნების ყველა დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ამისთვის საქართველოში ხელოვნების ყველა დარგში მოღვაწე პიროვნებებზე მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვებას, მათი საქმიანობის შესწავლის რეკლამირებისა და განვითარების მიზნით. 

კავშირის მიზანია მოიპოვოს ინფორმაცია და განავრცოს იგი მსოფლიოს მასშტაბით, ბროშურების, წიგნების, კატალოგებისა და სხვა საშუალებების დახმარებით, რათა გაუწიოს პოპულარიზაცია კულტურულ სამყაროსა და დაწესებულებებს, მხატვრებსა და მათ შემოქმედებას. კავშირის მრავალფეროვან გეგმებში შედის “არტ” ბაზრობების, გამოფენების, სიმპოზიუმებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რაც მომავალში სისტემატიურ სახეს მიიღებს და იქცევა ტრადიციად.

2005 წლიდან ხდება საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

2008 წლიდან ინიშნება სამხატვრო აკადემიასთან არსებული ქართული გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის გალერიეს ადმინისტრატორად. 

2015 წლიდან ინიშნება საქართველოს აკვარელისტების საერთაშორისო გაერთიანების (Iჭშ Gეორგია) თანაწარმომადგენლად.

ხათუნა რაზმაძე-მებადური მუდმივად ეწევა აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას შემდეგ მიმდინარეობებში: გრაფიკა, აკვარელი, ფერწერა, გობელენი, ტექსტილის დიზაინი და ტიხრული მინანქარი. 

დაჯილდოვებულია წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის (“სულში”, გობელენი, 2004 წ.) დიპლომით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საშობაო ფესტივალზე.

მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

გამოფენები

2017 – საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული გამოფენა “ქართველი მხატვრები”, ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო. 

2016 – საშობაო გამოფენა-გაყიდვა, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2016 – საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული გამოფენა “მხატვრის თვალით დანახული საქართველო” – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2016 – აკვარელისტების საერთაშორისო გაერთიანების (Iჭშ) გამოფენა, ვარნა, ბულგარეთი.

2015 – “აკვარელი საქართველოში” – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2015 – აკვარელისტების საერთაშორისო გაერთიანების (Iჭშ) გამოფენა, ნიუ-დელი, ინდოეთი.

2014 – საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული გამოფენა “ზაფხულის 30 დღე” –გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2014 – პერსონალური გამოფენა – გობელენი, ფერწერა, აკვარელი, გრაფიკა, ტექსტილი. გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2013 – “ქართველი მხატვრები” – საქართველოს მხატვართა კავშირის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისი. 

2012 – ტექსტილის VII საერთაშორისო გამოფენა, ბიენალე “ლოზანიდან პეკინამდე”, ჩინეთი

2012 – პედაგოგების და სტუდენტების გამოფენა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო 

აკადემია, თბილისი.

2009 – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა, მხატვართა კავშირი, თბილისი. 

2008 – გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხატვრო აკადემიის ტექსტილის დიზაინის პედაგოგების გამოფენა, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2008 – პერსონალური გამოფენა – აკვარელი, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი.

2007 წ. _ პერსონალური გამოფენა _ ტექსტილი, ზაპოროჟიე, უკრაინა.

2006 – პედაგოგების და სტუდენტების გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

2005 – IV საერთაშორისო ტექსტილ-ფორუმი, თბილისი.

2005 – პერსონალური გამოფენა – გობელენი, ფერწერა, გრაფიკა, გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი, თბილისი. 

2005 – საშობაო გამოფენა-ფესტივალი, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

2004 – საშობაო გამოფენა-ფესტივალი, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

2003 – საშობაო გამოფენა-ფესტივალი, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

2002 – საშობაო გამოფენა-ფესტივალი, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

2001 – III საერთაშორისო ტექსტილ-ფორუმი, თბილისი.

2001 – თანამედროვე ქართული აქსესუარის გამოფენა, გალერეა “შარდენი”, თბილისი.

1999 – საშემოდგომო გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

1999 – საგაზაფხულო გამოფენა, თბილისი – “აბრეშუმის გზა 99”, ტექსტილის II 

საერთაშორისო სიმპოზიუმი.

1999 – სააღდგომო გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

1998 – საშემოდგომო გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

1997 – საიუბილეო გამოფენა “ქართული გობელენის 30 წლისთავი”, სურათების 

ეროვნული გალერეა, თბილისი.

1995 – ქართული გობელენის გამოფენა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი.

1991 – მასწავლებელთა და მოსწავლეთა გაერთიანებული გამოფენა, მხატვრის სახლი, თბილისი.

1991 – საგაზაფხულო გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.

1989 – III საერთაშორისო ტექსტილ-ფორუმი, რიგა, ლატვია.

1987 – ქართული გობელენის გამოფენა, ჩიკაგო, აშშ.

1986 – საშემოდგომო გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი.